ნოტარიუსთა პალატის საერთო კრებაზე დავით ფუტკარაძემ ნოტარიუსები დააჯილდოვა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და  ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდება მიანიჭა.  
,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს:  ნარგიზა ჯანხოთელს,  მარიკა გოგოლაძეს,  თინათინ დევდარიანს და  ოთარ ზოიძეს.
,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ შემდეგი ნოტარიუსები: ლამარა დიდებაშვილი, რიმა ზურაბიანი, ზაირა ცარციძე, თამარ ონიანი, ლია ირემაძე, ელისო ყურაშვილი, ლიანა მინაძე, ამირან ჯამბურიძე, ლია ვადაჭკორია, ქეთევან ჭაფოძე, მანანა ჯიქია, თამილა გოგატიშვილი და მერაბ ფარჯიკია.
ნოტარიუსებს, რომლებსაც ზღვრული ასაკის გამო შეუწყდათ უფლებამოსილება, ნოტარიატში მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ნოტარიუსთა საერთო კრებაზე ფიცი დადეს ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმაც. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული ნოტარიატის რეფორმის ფარგლებში,  2020 წელს დაინიშნა 4 ნოტარიუსი ისეთ რეგიონებში, რომლებიც მანამდე მოკლებული იყო სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას.​