ინფორმაცია სანოტარო ბიუროების სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე მუდმივად აახლებს ინფორმაციას სანოტარო ბიუროების მუშაობის გრაფიკის და სამუშაო საათების თაობაზე.
მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ, ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე https://www.notary.ge/geo-3718-sanotaro-biuroebi მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ნოტარიუსები და იხილოთ მათი სამუშაო გრაფიკი, დაუკავშირდეთ, გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩაეწეროთ ვიზიტზე.
გაცნობებთ, რომ სანოტარო სერვისების თაობაზე ონლაინ კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზზე : (032) 2 206 777 და (032)2 206 776 ყოველ სამუშაო დღეს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე!
გისურვებთ ჯანმრთელობას!