ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ევროპის ნოტარიუსთა კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. 

ლუქსემბურგში გამართული კონფერენციის თემა იყო „ევროპული  ნოტარიატი და დღევანდელი საზოგადოების გამოწვევები“. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ასევე რიგი საკითხები: სამართლიანობა პროცესუალური ნორმების მეშვეობით და სანოტარო აქტების ცირკულაცია და მათი აღსრულება ევროპაში. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც   ნოტარიუსები, ასევე  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის მაღალი თანამდებობის პირები. 

კონფერენცია ნოტარიუსთა კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.