საქართველოს ნოტარიუსთა პალატას უკრაინელ ნოტარიუსთა დელეგაცია ესტუმრა.

ბათუმში, ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენელმა ნინო ფიოლიამ უკრაინელ კოლეგებს სანოტარო ბიუროში უმასპინძლა და ნოტარიატის სფეროში განხორციელებული რეფორმები, მიღწევები და სერვისები გააცნო.  უკრაინის დელეგაციისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სანოტარო სისტემისა და ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სერვისები - სტუმრებმა დიდი ყურადღება დაუთმეს სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული ბაზის ფორმირების საკითხს. ონლაინ მინდობილობა, ვიზიტის დაჯავშნა ნოტარიუსთან ელექტრონულად - ეს ის სერვისებია, რომლებმაც მათი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაციის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს.