ახალდანიშნულ ნოტარიუსებს მედიატორი ნოტარიუსის სერთიფიკატები გადაეცათ

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ ახალდანიშნულ ნოტარიუსებს მედიატორი ნოტარიუსის სერთიფიკატები გადასცა.

ახალდანიშნულ ნოტარიუსებს ტრენინგი სანოტარო მედიაციაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩაუტარდათ.

სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.

აღნიშნული სანოტარო სერვისი საქართველოში 2012 წლიდან დაინერგა. ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციას ასრულებს სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე.

დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, მორიგების აქტს,  რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მხარის ვალდებულებები. მოდავე მხარეები, ნოტარიუსის დახმარებით, დავის მოგვარებას მარტივად და მათთვის კომფორტულ გარემოში ახერხებენ.