საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობა გაეროს წარმომადგენლობას შეხვდა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის სამოქმედო გეგმის  ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას შშმ პირთათვის შეუზღუდავი, კომფორტული, ადაპტირებული გარემოს შექმნა წარმოადგენს. ადაპტირებული ხმოვანი ვებგვერდის შექმნა  კი ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია.

პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა აბრამიძემ და პალატის თანამშრომლებმა ფარნაოზ მენთეშაშვილმა, ირაკლი ხურციძემ და მაია ებრალიძემ ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდის ხმოვანი  ვერსიის დამზადებასთან დაკავშირებით გაეროს წარმომადგელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ნოტარიუსთა პალატის ადაპტირებული ვებგვერდი განკუთვნილი იქნება შშმ პირთათვის. უსინათლო თუ მცირემხედველნი პირები დამოუკიდებლად შეძლებენ ვებგვერდით სარგებლობას და  მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას სანოტარო სერვისების თაობაზე.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა ორიენტირებულია ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მომსახურების გაწევასა და მათთვის სანოტარო სერვისების სრულ ხელმისაწვდომობაზე.

შეხვერა ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციულ ოფისში გაიმართა.