მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა. მარიკა გოგოლაძემ თითოეულ მათგანს  სტაჟირების კურსის წარმატებით გავლა მიულოცა და პროფესია ნოტარიუსის შესახებ ესაუბრა.

გამგეობის წევრებმა მომავალ კოლეგებს პროფესიული წინსვლა უსურვეს. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამგეობის წევრმა მერაბ ფარჯიკიამ მომავალ ნოტარიუსებს სანოტარო ეთიკის საკითხებზე ესაუბრნენ, რაც ნოტარიუსის საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების კურსი წარმატებით 17-მა სტაჟიორმა გაიარა.

სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. სასწავლო ცენტრში სტაჟიორებმა  შეისწავლეს სანოტარო და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობა, ასევე დაეუფლნენ მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებსაც. პრაქტიკული სწავლება კი სანოტარო ბიუროებში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული სააგენტო, მომსახურების სააგენტო) გაიარეს.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.

იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, ნოტარიუსობის კანდიდატები დაინიშნებიან იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებაში,  სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი. ისინი სამი წლის განმავლობაში მოემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.