ნოტარიუსთა პალატამ მრავალშვილიან ოჯახს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ  მრავალშვილიან ოჯახს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამგეობის წევრმა გიორგი ჭიტაშვილმა 9 შვილიან დედას სააღდგომო ნობათი გადასცეს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ასევე, ბავშვებს დედის დღეს მიცემული დანაპირები აუსრულა და პატარები ,,ილუზიების მუზეუმში“ წაიყვანა.