,,პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამეგობის წევრმა მეგი მაღალდაძემ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში ასოციაციის წევრებისთვის პროფესია ნოტარიუსის შესახებ ტრენინგი გამართეს.

თინათინ დევდარიანმა ადვოკატებს ნოტარიუსის პროფესიაზე ესაუბრა და ამ საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული მხარეები გააცნო.

ტრენინგის დასრულების შემდეგ თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და  გამგეობის წევრმა მეგი მაღალდაძემ ასოციაციის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

პროექტის ,,პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის გამგეობა ხშირად ხვდება სხვადასხვა ორგანიზაციების, ასოციაციების წარმომადგენლებს.