ნოტარიუსთა პალატამ დედის დღე მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობა დედის დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ, მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამგეობის წევრმა მეგი მაღალდაძემ 9 შვილის დედას, ფიქრია ჯიშკარიანს დედის დღე მიულოცეს და კომპიუტერები, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. ჯიშკარიანების ოჯახში 5 გოგონაა და 4 ვაჟი, ყველაზე პატარა 2 წლის თამარია, ყველაზე უფროსი კი - 18 წლის მარიამი. ბავშვები სიმღერით არიან გატაცებულნი, უკრავენ ფანდურზე. ნოტარიუსთა პალატა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის უწყება სისტემატურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში; შესაძლებლობების მიხედვით, ეხმარება სიმსივნით დაავადებულთა ფონდებს, მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცენტრებს, მრავალშვილიან დედებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს. უწყება „სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია, დღეის მონაცემით, ფონდში 30.000 ლარამდე აქვს გადარიცხული. მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას ნოტარიუსთა პალატა მომავალშიც გააგრძელებს.