ნოტარიუსთა პალატამ ორგანიზაციის ,,ხელი ხელს“ აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ, მოადგილემ თინათინ დევდარიანმა,  გამგეობის წევრებმა მანანა გოგაშვილმა და გიორგი ჭიტაშვილმა შშმ პირთა საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები აღსაზრდელები მოინახულეს. ნოტარიუსებმა მათ საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა და ტკბილეული გადასცეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საოჯახო ტიპის სახლში - „ხელი ხელს“ - ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა სხვადასხვა ხელობას ეუფლება, გატაცებული არიან ხატვით, ქსოვით, ხის ნაკეთობების დამზადებით. ბავშვებმა სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები დაათვალიერებინეს და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დაჰპირდნენ, რომ კვლავ ესტუმრებიან და მათი ინტერესების შესაბამისად, სახატავ, საქსოვ და ხეზე სამუშაო მასალას მიუტანენ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქველმოქმედო ღონისძიებებში სისტემატურად მონაწილეობს. უწყება ,,სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად ჯა,ში 30.000 ლარამდე აქვს გადარიცხული. ორგანიზაცია ცდილობს, შეძლებისდაგვარად, ხშირად დაეხმაროს მოწყვლად ოჯახებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს და მონაწილოება მიიღოს საქველმოქმედო ღონისძიებებში.