მარიკა გოგოლაძე ტალინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ესტონეთის დამოუკიდებელი ნოტარიატის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ტალინში გამართული კონფერენციის ძირითადი თემა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება იყო.  
ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები,  როგორიცაა ციფრული განვითარების მოლოდინები ევროკავშირსა და ესტონეთში, ნოტარიუსების როლი ციფრულ სამყაროში, დისტანციური აუთენტიფიკაცია.   
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის ევროპულ ნოტარიატთან თანამშრომლობის პლატფორმაა. ქართველი ნოტარიუსები ეცნობიან სანოტარო სისტემის სიახლეებს და საკუთარ გამოცდილებებსაც უზიარებენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს.