მარიკა გოგოლაძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ მარიკა გოგოლაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში გამართულ საერთშორისო კონფერენციაში. კონფერენცია გაიმართა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის საერთო სამართლისა და კონტინენტური სამართლის სამუშაო ჯგუფის მიერ.

მესამე საერთაშორისო კონფერენციის თემა იყო ,,საოჯახო საკუთრების რეჟიმები ევროკავშირის 2016/1103/1104 რეგულაციებთან მიმართებაში“.
მარიკა გოგოლაძემ შეხვედრები გამართა  უნგრეთის ნოტარიუსთა პალატის ვიცე პრეზიდენტთან, ასევე ავსტრიელ, ბერძენ, ბელორუს კოლეგებთან. შეხვედრებზე ნოტარიატთან დაკავშირებული პრობლემატური და საკვანძო საკითხები განიხილეს.
მსგავსი სახის კონფერენციები  საერთაშორისო კავშირის ეგიდით საერთო და კონტინენტურ სამართლებს შორის ბალანსის დაცვისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით ეტაპობრივად იმართება.