,,პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამეგობის წევრმა მეგი მაღალდაძემ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში ასოციაციის წევრებისთვის პროფესია ნოტარიუსის შესახებ ტრენინგი გამართეს.
თინათინ დევდარიანმა ადვოკატებთან ნოტარიუსის პროფესიაზე ისაუბრა და ამ საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული მხარეები გააცნო.
ტრენინგის დასრულების შემდეგ თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამგეობის წევრმა მეგი მაღალდაძემ ასოციაციის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
პროექტის ,,პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის გამგეობა ხშირად ხვდება სხვადასხვა ორგანიზაციების, ასოციაციების წარმომადგენლებს.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში