ნოტარიუსთა პალატა „მომავლის გზის“ ბავშვებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

ნოტარიუსთა პალატამ „მომავლის გზის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. გამგეობის თავმჯდომარის  მოადგილე თინათინ დევდარიანი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ესტუმრა და მათ, ნოტარიუსების სახელით, პირველადი მოხმარების საგნები და სააღდგომო ნობათი მიუტანა.

დღის ცენტრის 36 აღსაზრდელს ნოტარიუსები უკვე იცნობენ. პალატის გამგეობის წევრები მათ საახალწლოდაც ესტუმრნენ და ტკბილეული და კომპიუტერები გადასცეს. პალატის გამგეობა „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს დაჰპირდა, რომ საქველმოქმედო აქციას მხოლოდ ერთჯერადი სახე არ ექნებოდა და ბავშვთა სახლს მომავალშიც ეწვეოდნენ. დღეს, აღდგომის დღესასწაულის წინ, პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ნოტარიუსების სახელით ბავშვებისათის მიცემული დაპირება შეასრულა და დღის ცენტრის ბენეფიციარები კიდევ ერთხელ მოინახულა.

,,მომავლის გზის“ აღსაზრდელებმა ნოტარიუსთა პალატა მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.

საქველმოქმედო ღონისძიებებში ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად მონაწილეობს. უწყება „სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია. უწყებას ფონდში 26.000 ლარამდე აქვს გადარიცხული.

ნოტარიუსთა პალატა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. სააღდგომოდ ნოტარიუსებს საქველმოქმედო აქციები კიდევ აქვთ დაგეგმილი.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

ნოტარიუსთა საკონსულტაციო
ცენტრი
2 000 778

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში