ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს მედიატორის ფუნქცია მიენიჭებათ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს სანოტარო მედიაციაში 4-დღიანი სემინარი ჩაუტარდათ. ნოტარიუსებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ და მედიატორი ნოტარიუსის ფუქცია მიენიჭებათ. სემინარი მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს.

სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების გამარტივებული ფორმაა. 2013 წლიდან, სასამართლოს პარალელურად, სამოქალაქო დავების მოგვარება მედიატორ ნოტარიუსთანაც არის შესაძლებელი. 2016 წლის 1 აგვისტოდან  კი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავებიც მედიატორ ნოტარიუსთან გვარდება. აღნიშნული სანოტარო სერვისი უფასოა. მედიატორი ნოტარიუსების დახმარებით უკვე 600-მდე მორიგების აქტია გაცემული.

ახლად დანიშნული ნოტარიუსები იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში დაიწყებენ საქმიანობას, სადაც აქამდე სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები ადიგენის, ბორჯომის, კასპის, სიღნაღისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში დაინიშნენ.  ამიერიდან სანოტარო მედიაციის სერვისით აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობაც ისარგებლებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში