ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბორჯომში ახლად დანიშნულ ნოტარიუსს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ბორჯომში ნოტარიატის რეფორმის შედეგად დანიშნულ ნოტარიუსს შეხვდა და მის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული ნოტარიატის რეფორმა წარმატებით განხორციელდა. დღეს სანოტარო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რეფორმის შედეგად ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც სანოტარო სერვისები ხელმისაწვდომი არ იყო და სამი წლის განმავლობაში ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

ბორჯომში მეორე ნოტარიუსი გასულ წელს მოსახლეობის თხოვნით დაინიშნა, რამაც ადგილობრვი მცხოვრებლებისთვის სანოტარო სერვისები სათანადოდ ხელმისაწვდომი გახადა.

ნოტარიუსი ოლღა გიორგაძე პალატის გამგეობის თავმჯდომარეს  აქტუალურ სანოტარო სერვისებზე, მათ შორის სანოტარო მედიაციაზეც ესაუბრა. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აღნიშნული სერვისით აქტიურად სარგებლობს. ბორჯომში ნოტარიუსს სასოფლო-სამეურნეო მიწევზე დავის მოგვარებისთვის 46-მა მოქალაქემ მიმართა. 19 შემთხვევაში დავა მორიგებით დასრულდა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში