ნოტარიუსებმა ჩაქვში მოსახლეობას სამკვიდროს მიღების პროცედურები გააცნეს

აქცია „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ ამჯერად ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში გაგრძელდა. ნოტარიუსთა პალატის მიერ ორგანიზებული შეხვედრები უკვე გაიმართა მუხაესტატეს, კაჭრეთისა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ჩაქვში მოსახლეობასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამკვრიდრო მოწმობის მიღება იყო. სამკვიდრო მოწმობა აუცილებელი დოკუმენტია მემკვიდრეობით დანატოვარი ქონების საკუთრებაში მისაღებად. აღნიშნული დოკუმენტის მიღების წესის, ვადების, მემკვიდრის ვალდებულებების არცოდნა ხშირად მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საინტერესოა, რომ სამკვდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის ექსკლუზიური უფლებაა. დოკუმენტის მისაღებად განაცხადის წარდგენა კი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ ნოტარიუსთან არის შესაძლებელი.

შეხევდრაზე მისულმა მოქალაქეებმა პასუხი მიიღეს ისეთ აქტუალურ კითხვებზე როგორიცაა, მემვიდრეთა უფლებები და ვალდებულებები, მემკვიდრეთა რიგითობა, განაცხადის წარდგენის ვადები, დანატოვარ ქონებაზე უარის თქმის პროცედურები და სხვა. 
ჩაქვის მოსახლეობამ სამართლებრივი კონსულტაციები მიიღო მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც. აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების არცოდნა წარმოადგენს. აქცია „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ გრძელდება. ნოტარიუსთა პალატის მორიგი აქცია 28 ივლისს კოდაშია დაგეგმილი.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში