ნოტარიუსები კაჭრეთში მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება.
პირველი აქცია 14 ივლისს მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში (ქობულეთის რაიონი) ჩატარდა. 19 ივლისს კი შეხვედრა კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. 
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სანოტარო მედიაცია იყო. ნოატრიუსებმა მოსახლეობას სანოტარო მედიაციის უპირატესობა და პროცედურები გააცნეს. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავები მედიატორი ნოტარიუსების მეშვეობით გვარდება, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ქონების რეგისტრაციის პროცედურას. მედიატორი ნოტარიუსის მომსახურება უფასოა და თან დავა, მაქსიმუმ, 3 კვირაში უნდა მოგვარდეს. კანონის ამოქმედებიდან დღემდე 200-ზე მეტ შემთხვევაში დავა მორიგებით დასრულდა. აქედან ყველაზე მეტი მორიგების აქტი კახეთის რეგიონშია გაცემული. 
მოსახლეობამ სამართლებრივი კონსულტაციები მიიღო მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც: რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, დროულად მიიღონ მემკვიდრეობა, შეეძლოთ საკუთრაი უფლებებსი დაცვა...
აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში