აქცია: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ გრძელდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება.

პირველი აქცია დღეს მუხაესტატეს  საზოგადოებრივ ცენტრში (ქობულეთის რაიონი) ჩატარდა.

აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს. მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეობაზე, როგორ და რა ვადაში უნდა მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, რომელი ხელშეკრულების გაფორმება სჯობს, იმისთვის, რომ მათი ქონება მეტად იყოს დაცული, რა ქონებრივი უფლებები აქვთ ქორწინების განმავლობაში ან განქორწინებისას...

ნოტარიუსებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საკუთარ უფლებები და ვალდებულებები გარიგებების გაფორმების, მემკვიდრეობის მიღების დროს. რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. მოსახლეობა სამართლებრივ კონსულტაციებს მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც მიიღებს.

აქცია სექტემბრამდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

ნოტარიუსთა საკონსულტაციო
ცენტრი
2 000 778

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში