საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ახალი გამგეობა ჰყავს

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე კრებაზე გამგების სამი წევრიც აირჩიეს.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობა თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და  5 წევრისგან შედგება. 17 ივნისს ნოტარიუსებმა გამგეობის თავმჯდომარე, მოადგილე და ორი წევრი აირჩიეს. ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება  გამგეობას 3 წლის ვადით ირჩევს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას სამი წლის განმავლობაში გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი და წევრები: ხათუნა კალანდარიშვილი, მანანა გოგაშვილი, მეგი მაღალდაძე, გიორგი ჭიტაშვილი და მერაბ ფარჯიკია უხელმძღვანელებენ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ნოტარიუსთა პალატას მეორედ მიეცა თავმჯდომარის დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ  „ნოტარიატის შესახებ“ კანონი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისა და ნოტარიუსთა საერთო კრებისათვის მისი წარდგენის ერთპიროვნულ უფლებას იუსტიციის მინისტრს აძლევს, ისევე, როგორც 2014 წელს, თეა წულუკიანმა უარი თქვა კანდიდატურის ერთპიროვნულად დასახელებაზე და შესაძლებლობა მისცა ნოტარიუსებს, გამგეობის თავმჯდომარე დამოუკიდებლად აერჩიათ. ელექტრონული პრაიმერისის შედეგად პალატის თავმჯდომარის პოსტზე ნოტარიუსებმა მარიკა გოგოლაძის კანდიდატურას მიანიჭეს უპირატესობა. სწორედ ის წარუდგინა კრებას დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრმა. 

საკუთარი  კანდიდატურის წამოყენება ყველა ნოტარიუსს შეეძლო, ვინც უწყების განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა და კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდა. თავმჯდომარეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათგან  საუკეთესო ნოტარიუსებმა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გამოავლინეს, რომელიც  სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“  სპეციალურად ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევნებისათვის შეიმუშავა. 

ბოლო წლებში საქართველოს ნოტარიატში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

დაიხვეწა ელექტრონული სერვისები;

სანოტარო ხელმისაწვდომი გახდა მომსახურება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე;

ამოქმედდა სანოტარო მედიაცია, მედიატორი ნოტარიუსები აქტიურად ჩაერთნენ მიწის რეგისტრაციის გამარტივების პროცესში და მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სასოფლო-სამეურნეი მიწებზე დავა მედიატორი ნოტარიუსების დახმარებით უფასოს მოაგვარონ;

კანონმდებლობაში დაინერგვა ევროპული სტანდარტები. ქართველი კოლეგების წარმატება ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირმაც აღნიშნა წელს თბილისში ჩატარებულ გენერალური საბჭოს სხდომაზე და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრად დაასახელა.

ნოტარიატის რეფორმა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება. დაგეგმილია ელექტრონული მმართველობის განვითარება და მომსახურების უახლესი სტანდარტების დანერგვა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში