ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა ფინალური გამოცდა ჩატარდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა ფინალური გამოცდა ჩატარდა.

სტაჟიორებმა სასწვალო ცენტრში სტაჟირების თეორიული კურსი უკვე გაიარეს. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველმა სტაჟიორებმა შეისწავლეს სანოტარო და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობა, ასევე დაეუფლნენ მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებსაც. პრაქტიკულ სწავლებას კი სანოტარო ბიუროებში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული სააგენტო, მომსახურების სააგენტო) ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაივლიან.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავაბელად. 2015 წლის დეკემბერში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, ნოტარიუსობის კანდიდატები დაინიშნებიან იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებაში,  სადაც სანოტარო მომსახურება ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. რეფორმის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ასეთი სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტი დარჩა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები 17 მუნიციპალიტეტში უკვე დაინიშნენ. ისინი სამი წლის განმავლობაში მოემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში