ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭო სხდომა წარმატებით დასრულდა

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭო სხდომა, რომელსაც საქართველომ 13-14 მაისს უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა.
სხდომას ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 87 ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სტუმრებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო, როგორც სხდომის ორგანიზების, ისე ნოტარიატში გატარებული რეფორმებისთვის.
„საქართველოს აქვს ნოტარიატის პროგრესული, ეფექტური სისტემა. თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება,“ - განაცხადა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ ხოსე მარკენიო დე ლანომ.
სხდომის დასასრულს ხოსე მარკენიო დე ლანომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს ნინო ხოფერიას, მადლობის ნიშნად, ჯილდო გადასცა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში