საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომას მასპინძლობს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომას მასპინძლობს. შეხვედრას კავშირის 87 წევრი ქვეყნის 200 წარმომადგენელი ესწრება.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი გენერალური საბჭოს სხდომას ყოველწლიურად ატარებს. აქამდე იგი კავკასიის რეგიონში არასოდეს ჩატარებულა. გასულ წელს საქართველომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ძალისხმევით, კონფერენცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ წლეულს გენერალური საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში გადაწყდა.
გენერალური საბჭოს სხდომა 13 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. 10 მაისიდან კი, სხდომის ფარგლებში, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ საქართველოს სხვადასხვა უწყებასთან შეხვედრები გამართა, ასევე, ჩატარდა კავშირის წევრთა სამუშაო ჯგუფებისა და კომიტეტების შეხვედრები.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირისგან საქართველოს ნოტარიატმა უმაღლესი შეფასება მიიღო. „საქართველო შემთხვევით არ შეგვირჩევია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომის ჩასატარებლად. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ერთ-ერთი ლიდერია კავშირის წევრებს შორის, მას აქვს საკმაოდ პროგრესული სანოტარო სისტემა და მუდმივად ზრუნავს სერვისების განვითარებაზე,“ - აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თამჯდომარემ.
„ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირისგან მივიღეთ უმაღლესი შეფასება ნოტარიატში გატარებული რეფორმებისთვის. ამასთან, კავშირის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საკანონმდებლო სფეროში თანაშრომლობა უფრო გააქტიურდეს,“ - განაცხადა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა. 2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრ ქვეყნად გამოაცხადეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში