ნოტარიუსთა პალატა სტუდენტებთან თანამშრომლობას აგრძელებს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორმა მარინე იოსელიანმა მოაწერეს ხელი.

 

თანამშრომლობა მიზნად ისახავს  სტუდენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დახმარებას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ სწავლებას.


ნინო ხოფერიამ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიატში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებიც გააცნო. კერძოდ: 2012 წლის ბოლოდან იუსტიციის სამინისტრომ აქტიურად გაატარა ზომები ნოტარიუსთა კორპუსისა და მათი საქმანობის დეპოლიტიზაციისთვის. 2013 წლიდან ამოქმედდა ახალი სერვისი, დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზა - სანოტარო მედიაცია. ეს სერვისი 2016 წელს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი გახდა. ამასთან, შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა ელექტრონული ბაზა, რომელიც მუდმივად ახლდება. დაინერგა სერვისი „ონლაინ კონსულტაცია ნოტარიუსთან“. 2014 წლიდან მოქალაქეს შეუძლია ყველა საჭირო ტრანზაქცია სანოტარო ბიუროშივე განახორციელოს და თავისი უძრავი ქონება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. დაინერგა სერვისი „უფასო სატელეფონო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან“, შემუშავდა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები, შეიქმნა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა ელექტრონული რეესტრი. განხორციელდა ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი, დაიწყო სარეკლამო კამპანია: „მე ვენდობი ნოტარიუსს“. 2015 წელს დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად; ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს, ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, არ არსებობდა.

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელებთან. სანოტარო ბიუროებში სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა უკვე გაიარეს სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

ნოტარიუსთა საკონსულტაციო
ცენტრი
2 000 778

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში