საპენსიო ასაკს მიღწეულ ნოტარიუსებს კოლეგებმა სპეციალური შეხვედრა მოუწყვეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ საპენისო ასაკს მიღწეული ნოტარიუსებს სპეციალური შეხვედრა მოუწყო. თამარ ვაშაკიძეს, ტატიანა ახვდლედიანსა და ზაირა კუტალიას მეგობრებმა და კოლეგებმა უმასპინძლეს. ეს სწორედ ის ნოტარიუსები არიან, რომლებსაც ნოტარიუსის თანამდებობაზე მუშაობის განსაკუთრებული სტაჟი აქვთ. თამარ ვაშაკიძე ნოტარიუსად 1974 წლიდან მუშაობს, ტატიანა ახვლედიანი 1996 წლიდან, ხოლო ზაირა კუტალია, 1985 წლიდან. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ კოლეგების საქმიანობის წლები შეაჯამა და მათ ნოტარიატში მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი საკანონდმებლო ცვლილების თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრება. დაგეგმილი ცვლილების საფუძველზე, ნოტარიუსის საპენსიო ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. ამასთან, იუსტიციის მინისტრს შეუძლია, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, ნოტარიუსს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით. ამრიგად, თუ არ იარსებებს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების რომელიმე საფუძველი, ყველა ნოტარიუსი, სქესის ან სხვა გარემოებათა მიუხედავად, 65 წლის ასაკამდე, ხოლო, უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევაში - 70 წლის ასაკამდე შეძლებს სანოტარო საქმიანობის განხორციელებას.

კანონპროექტის მიზანია იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს. ამასთან კანონპროექტი შეიცავს გარდამავალი შინაარსის რეგულირებას, რომლის თანახმად, იმ ნოტარიუსს, რომელსაც ახალი კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 65 წელი და ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის კვლავ ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, უფლებამოსილების ვადა 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვლება. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი  ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. პოლონეთში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, ლატვიაში, ლიტვასა და სლოვაკეთში ნოტარიუსს 70 წლის შესრულებამდე შეუძლია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში