სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ შედეგებზე სპეციალურ შეხვედრაზე იმსჯელეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის თელავში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სასამართლოში საქმის წარმოებისას ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელეს. ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება 2009 წლიდან მიენიჭა, მაგრამ 2012 წლამდე მხოლოდ გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცემდა. 2012 წელს ნოტარიუსის კომპეტენცია გაიზარდა და მას სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება უკვე ნებისმიერი, ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულების საფუძველზე აქვს.ნოტარიუსთან გარიგების გაფორმებისას ხელშეკრულებაში იდება სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობა, აუცილებლად ორივე მხარის თანხმობით.
თუკი დაზარალებული მხარე ნოტარიუსთან მივა, სააღსრულებო ფურცლის მიღებას რამდენიმე საათში შეძლებს, სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში კი შეიძლება, რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამასთან, ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღებას ხარჯიც ბევრად ნაკლები სჭირდება. მოქალაქეთა დაინტერესებაზე მზარდი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. 2010 წელს - 429, 2011 წელს - 1 276, 2012 წელს - 534, 2013 წელს - 2954, 2014 წელს - 3017, 2015 წელს - 4453, 2016 წელს - 5090 სააღსრულებო ფურცელი გაიცა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში