სემინარი სანოტარო ბიუროს თანამშრომელთათვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სანოტარო ბიუროს თანამშრომელთათვის დაიწყო სემინარი თემაზე: „დროის მენეჯმენტი - გააკეთე, უპირველესად, ყველაზე მთავარი“.

სემინარზე ნოტარიუსთა თანაშემწეები საქმიანობისას პრიორიტეტების დასახვასა და  დროის სწორად განაწილებას შეისწავლიან, რაც მათ  მოქალაქეთა დროულად და ეფექტურად მომსახურებაში დაეხმარება.

სწავლება ორდღიანია და მას სანოტარო ბოუროს თანამშრომლები ეტაპობრივად გაივლიან.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტს სანოტარო მომსახურების ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს. ნოტარიუსთა პალატის  სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს ნოტარიუსთა და სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. სისტემატურად ტარდება სემინარები სანოტარო მომსახურების დახვეწის, ეფექტურობის გაზრდის მიზნით.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში