ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირება წარმატებით 11-მა ადამიანმა გაირა. მათ შანსი აქვთ, დაინიშნონ ნოტარიუსებად იმ დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი და სამი წლის განმვალობაში ემსახურონ ადგილობრივ მოსახლეობას. 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2015 წელს დაწყებული რეფორმის შედეგად, ნოტარიუსები სამი წლის ვადით ინიშნებიან იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო ბიურო ჯერ კიდევ არ მოქმედებს. მალე საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქისთვის სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევს. 
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცლებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ნაწილში სტაჟიორები სანოტარო და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, პრაქტიკულ სწავლებას კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, მომსახურების სააგენტო...) გადიან.
კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში