მესტიის მოსახლეობამ სანოტარო მომსახურება ადგილზე მიიღო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას აგრძელებს. ნოტარიუსები გასვლით სანოტარო მოქმედებებს მესტიაშიც შეასრულებენ.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე და ნოტარიუსი თიკა რურუა ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის შენობაში შეხვდნენ და სანოტარო მომსახურება ადგილზე გაუწიეს.

მესტიის მუნიციპალიტეტს ნოტარიუსი 2006 წლიდან არ ჰყავს. ადგილობრივ მცხოვრებთ სანოტარო სერვისებით სარგებლობისთვის ზუგდიდში ან ქუთაისში უწევთ წასვლა. სანამ მესტიაში ნოტარიუსი დაინიშნება, ნოტარიუსები აქ უახლოესი ქალაქებიდან პერიოდულად ჩავლენ და სანოტარო მოქმედებებს ადგილზე შეასრულებენ.

როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნა, მაღლამთიანი დასახლებებისთვის  მსგავსი აქციები ძალიან საჭიროა, მესტიელებს აღარ მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაღება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში