საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი ნოტარიატის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. ნოტარიუსთა ასეთი მასშტაბური კონფერენცია, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოში პირველად ტარდება.
კონფერენციაში მონაწილეობენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პირველი პირები: კავშირის პრეზიდენტი დანიელ-სედარ სენგორი და ევროპის ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტი პიერ ბეკე.დელეგატები კონფერენციაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ესტონეთი...) ჩამოვიდნენ.
კონფერენცია ხელს შეუწყობს ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში ნოტარიუსის, როგორც იურიდიული მრჩევლის, იმიჯის ამაღლებას.
კონფერენცია ეძღვნება ნოტარიუსის სოციალურ როლს, სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებაში ნოტარიუსის ფუნქციას; ნოტარიუსის, როგორ იურიდიული მრჩევლის, როლის გაძლიერებას ხელშეკრულებების დადების პროცესში, ქონებრივი გარიგეგების დროს გარიგების მონაწილე მხარეების საკუთრების უფლების დაცვასა და მხარეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაში.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ბიზნესასოციაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ნოტარიატი 1996 წელს დაარსდა.
2007 წლიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ღონისძიებებში, იზიარებს კავშირის რეკომენდაციებს. ქართული სანოტარო კანონმდებლობა ლათინური ნოტარიატის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
2009 წლიდან ყველა სანოტარო აქტი ელექტრონულად რეგისტრირდება.
2010 წლიდან დაინერგა ონლაინ სანოტარო სერვისები და საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, დოკუმენტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს.
2013 წლიდან სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო კამპანია „ნოტარიუსი ყველა რაიონს“.
2015 წლის დეკემბრიდან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე სავალდებულო გახდა ნოტარიუსის სამი წლის ვადით დანიშვნა ისეთ მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის.
2016 წელს იუსტიციის მინისტრმა ექვს ასეთ მუნიციპალიტეტში ნოტარიუსები უკვე დანიშნა. სოფლების მოსახლეობისთვის სანოტარო სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებშიც.
მიმდინარე წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციით დაიწყო აქტიური კამპანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. ყოველ შაბათს მოქალაქეები ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსებისგან სამართლებრივ რჩევებს უფასოდ იღებენ. კამპანია სოფლების მოსახლეობისთვისაც დაიწყება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში