აქცია "სამართლებრივი რჩევები უფასოდ."

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დღეიდან დაიწყო აქცია „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“. ყოველ შაბათს, 10:00-დან 16:00 საათამდე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსები მოქალაქეებს უფასოდ გაუწევენ კონსულტაციას. 
აქციის მიზანი მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს. ეს კარგად ჩანს, თუნდაც, ნოტარიუსთა პალატაში შემოსული ზარების, განცხადებების, კითხვების მიხედვითაც. მაგალითად, მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეობაზე, როგორ და რა ვადაში უნდა მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, რომელი ხელშეკრულების გაფორმება სჯობს, იმისთვის, რომ მათი ქონება მეტად იყოს დაცული, რა ქონებრივი უფლებები აქვთ ქორწინების განმავლობაში ან განქორწინებისას...
ნოტარიუსთა პალატაში მოსახლეობას რამდენმე ნოტარიუსი მოემსახურება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უფასოდ, კომფორტულ გარემოში მიიღონ მათთვის საჭირო სამართლებრივი რჩევები, რათა შეძლონ საკუთარი უფლებისა და ქონების დაცვა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში