სემინარი ნოტარიუსებისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა“.

სემინარის მთავარი საკითხი იყო, პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და სამართლებრივი მექანიზმები.

ნოტარიუსებს მიეცათ რეკომენდაციები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა (მაგალითად, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების ამსახველი მონაცემი, ნასამართლეობის ცნობა და სხვ.), თითის ანაბეჭდების, დნმ-ის კოდის და სხვა ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავებისა და ამ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შესახებ.

სემინარზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნოტარიუსებს, ასევე, გააცნო პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს ნოტარიუსთა და სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. მსგავსი სემინარები ხელს უწყობს ნოტარიუსთა კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, მოქალაქეთა მომსახურების ეფექტურობის გაზრდას.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში