ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭომ საქართველოს ნოტარიატს მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრთა ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟღერა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივა საქართველოს ნოტარიატის ევროკაშირის ნოტარიუსთა საბჭოში გაწევრიანებისთვის მზაობის შესახებ. შეხვედრა რიო დე ჟანეიროში გაიმართა.

ევროკაშირის ნოტარიუსთა საბჭოს თავმჯდომარემ ჟან ტარადმა და  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ნოტარიატს მხარდაჭერა აღუთქვეს.

„საქართველოს ნოტარიატს აქვს შესაძლებლობა,  ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიენიჭოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან აქტიური ურთიერთობა საქართველოს ნოტარიატის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს,“ - აცხადებს  ნინო ხოფერია.

რიო დე ჟანეიროში გამართულ შეხვედრებს ნოტარიუსი გიორგი ჭიტაშვილიც ესწრებოდა და ნოტარიუსთა საერთაშორიოს კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატების გამოცდილებას გაეცნო. „სწორედ ევროპული სტანდარტია, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ნოტარიუსების რეგიონებში სავალდებულო წესით დანიშვნის მოდელი. მაგალითად, გერმანიაში ნოტარიუსი რეგიონში 5 წლის ვადით, ინიშნება,“ - აცხადებს გიორგი  ჩიტაშვილი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო ურთიერთობის გაღმავებასა და  ნოტარიატის რეფორმირებაში ახალი თაობის ნოტარიუსებიც აქტიურად მონაწილეობენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში