ნოტარიუსთა პალატის ონლაინ კონსულტაციით აქტიურად სარგებლობენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურის ონლაინ კონსულტაციით დღეში 50-მდე მოქალაქე სარგებლობს.

ნოტარიუსთა პალატაში აღნიშნული ონალინ სერვისი  2010 წლიდან დაინერგა. იურისტები მოსახლეობას სამართლებრივ რჩევებს skype-ს მეშვეობით აძლევენ. skype-ის მისამართები განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.

იურიდიული კონსულტაციის ონლაინში  მიღების შესაძლებლობა მოქალაქეებს,  განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებთ, მნიშვნელოვნად უმარტივებს სამართლებრივი კონსულტაციის მიღებას.

საქართველოს ნოტარიატში ონლაინ სერვისები 2010 წლიდან აქტიურად ინერგება. ონლაინში შესაძლებელია: მინდობილობის, განცხადების, თანხმობის, სამეწარმეო და არასამეწარმეო  იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების  დამფუძნებელ და მმართველ ორგანოთა კრების ოქმების სანოტარო წესით დამოწმება, გარიგების დამოწმება (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე), ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა, ნოტარიუსთა პალატის იურისტების კონსულტაციის მიღება

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში