აქტივობები სანოტარო მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა წლეულს, სანოტარო ბიუროებში მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს, რომ მოქალაქეებმა სანოტარო ბიუროში სწრაფი, მარტივი და ამასთან, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება მიიღონ.

 

2015 წლის იანვრიდან მარტამდე სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი სამთვიანი კურსი ჩატარდა. კურსის გავლის მსურველები ეუფლებიან სანოტარო კანონმდებლობას, სანოტარო მოქმედებების შესრულების წესებს, ტექნიკურ მხარეს, ასევე, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების სტანდარტებს. შესაბამისად, კურსდამთავრებულები, რომელნიც შემდგომ სანოტარო ბიუროებში საქმდებიან, მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევენ.

წლეულს თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსი წარმატებით 25-მა მსურველმა გაიარა და მათი მონაცემები განთავსდა ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, ელექტრონულ რეესტრში. ნოტარიუსები, საჭიროების შემთხვევაში,  თანაშემწეებს აღნიშნული ბაზიდან არჩევენ.

 

სანოტარო მომსახურების ეფექტიურობისა და ხარსიხის გაზრდის მიზნით, ექვსი თვის განმავლობაში ნოტარიუსებისთვის  რამდენიმე სემინარი ჩატარდა შემდეგ თემებზე:

  • „საერთაშორისო, კერძო და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები ქართულ სამართლებრივ პრაქტიკაში“;
  • „სასამართლოსა და საბანკო სისტემაში, ასევე, სანოტარო მომსახურებაში დეპონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პროცედურული საკითხები“;
  • „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის გადახდევინების წესისა და ოდენობის პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების განზოგადება“. 
  • „ნოტარიუსის პროფესიული ვალდებულებები და ეთიკის სტანდარტები’’. აღნიშნული სემინარი საერთაშორისო კავშირის წარმომადგენელმა მიშელ მერლოტმა ჩაატარა.

 

ჩატარდა სამუშაო შეხვედრები კანონმდებლობაში („ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანება) დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით;

შემუშავდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის ნორმების კომენტარები.

სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სემინარი ჩატარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების, მომავალი კონსულებისთვის  სანოტარო მოქმედებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე. ნოტარიატის შესახებ“ კანონის თანახმად,  რიგ სანოტარო მოქმედებებს  (მაგ: ანდერძის, ხელშეკრულების, მიდობილობის, ხელმოწერის ნადვილობის დამოწმება.... ) ნოტარიუსების გარდა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილი პირებიც ასრულებენ.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი წლეულსაც აქტიურად თანამშრომლობს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ორ უმაღლეს სასწავლებელთან (კავკასიის საერთაშორისო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებთან) გაფორმდა.

ნოტარიუსთა პალატას უკვე 15 უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფომებული თანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობა მოიცავს  უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, შეხვედრების მოწყობასა და სანოტარო საქმიანობის, ნოტარიატში დანერგილი რეფორმების გაცნობას. ამასთან, სტუდენტები სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ კურსაც გადიან. წლეულს  სხვადა სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ლექცია სანოტარო მედიაციის თემაზე ჩაუტარდათ.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წელს შეიქმნა. მის ფუნქციას ნოტარიუსობის კანდიდატთა მომზადება, ასევე, ნოატრიუსთა და სანოტარო ბიუროების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში