ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაში საქართველოც მონაწილეობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაში მონაწილეობს. ორდღიანი შეხვედრა სან-მარინოს რესპუბლიკაში ტარდება.

სხდომაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: „ნოტარიატი ისტორიულად და დღეს“, „სახელმწიფოსა და ნოტარიატის როლი ნოტარიუსთა რაოდენობისა და ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრაში“. ასევე, დელეგატები წარადგენენ  მოხსენებებს ნოტარიატში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმების შესახებ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებში. ამასთან, საერთაშორისო კონფერენციას საქართველომ სამჯერ უმასპინძლა. გასულ წელს თბილისში ჩატარდა ყველაზე ფართომასშტაბური კონფერენცია, სადაც 15 ქვეყნის ნოტარიატების 60 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ურთიერთობების გაღმავება, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნოტარიატის განვითარებისთვის. საქართველოში ჩამოსულ კოლეგებს ქართველი ნოტარიუსებიც აცნობენ ნოტარიატში გატარებულ რეფორმებს. ელექტრონული სერვისების დანერგვის კუთხით საქართველო დღემდე ნოვატორი ქვეყანაა. სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში მხოლოდ საქართველოში სრულდება. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში