2015 წელს 12 საქორწინო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების სტატისტიკა ყოველწლიურად უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება.

2010 წელს  7 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით;  2011 წელს - 13; 2012 წელს - 21; 2013 წელს - 23; 2014 წელს - 32; წლეულს, სამ თვეში - 12 საქორწინო ხელშეკრულება.

საქორწინო ხელშეკრულება მოწმდება სანოტარო წესით და განსაზღვრავს მეუღლეებს შორის ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს ქორწინების განმავლობაში და განქორწინებისას.

ხელშეკრულება ფორმდება როგორც ქორწინების რეგისტარციისას არსებულ, ასევე, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე და დგინდება თითოეული მეუღლის კუთვნილება და უფლება აღნიშნულ ქონებაზე. 

ამასთან, ხელშეკრულებით შეიძლება, განისაზღვროს საოჯახო ხარჯების გაწევის წესი ქორწინების განმავლობაში და ქორწინების შეწყვეტის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისას თითოეული მეუღლის უფლება და სურვილი თანაბრად არის გათვალისწინებული და გამორიცხულია ისეთი პირობების ჩადება, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ერთ-ერთ მეუღლეს.

სანოტარო წესით დამოწმებული საქორწინო ხელშეკრულება მარტივი და ცივილიზებული ფორმაა ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში მეუღლეთა შორის ქონებაზე დავის მოსაგვარებლად. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში