სემინარი ნოტარიუსებისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის დაიწყო სემინარი თემაზე: „საერთაშორისო, კერძო და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები ქართულ სამართლკებრივ პრაქტიკაში“.

სემინარზე განიხილავენ  შემდეგ საკითხებს: „საერთაშორისო კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებებში გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის პრაქტიკული ასპექტები“; „საერთაშორისო სახელშეკრულებო, კანონისმიერი და სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობები საერთაშორისო კერძო სამართლის კონტექსტში“; „საერთაშორისო საოჯახო და მემკვიდრეობით-სამართლებრივი ურთიერთობები საერთაშორისო კერძო სამართლის კონტექსტში“; „უცხო ქვეყნის სასამართლოთა გადაწყვეტილებებისა და სანოტარო აქტების ცნობა-აღსრულების საკითხები“.

აღნიშნულ თემაზე სწავლებას ნოტარიუსები ეტაპობრივად გაივლიან. მსგავსი სემინარები ნოტარიუსებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პრაქტიკულ საქმიანობაში.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში