ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსი 25-მა მსურველმა წარმატებით გაიარა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელ კურსზე სწავლება დასრულდა. აღნიშნული კურსი წარმატებით 43 მსურველიდან 25-მა გაიარა. მათ სანოტარო ბიუროებში დასაქმების რეალური შანსი აქვთ.

კურსდამთავრებულთა მონაცემები განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, თანაშემწეების ელექტრონულ ბაზაში და შემდგომ ნოტარიუსები თანაშემწეებსს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევენ.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეების მომზადება  2012 წლიდან დაიწყო. 20 კურსდამთავრებულიდან 14 დასაქმდა, ამჟამად 6 ისევ სანოტარო ბიუროში მუშაობს. 

ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი ორთვიანი კურსი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. კურსის გავლის მსურველები ეუფლებიან სანოტარო კანონმდებლობას, სანოტარო მოქმედებების შესრულების წესებს, ტექნიკურ მხარეს, ასევე, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების სტანდარტებს. შესაბამისად, კურსდამთავრებულები, რომელნიც შემდგომ სანოტარო ბიუროებში საქმდებიან, მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევენ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში