სემინარი თემაზე: „ნოტარიუსის პროფესიული ვალდებულებები და ეთიკის სტანდარტები’’ ყველა ნოტარიუსმა გაიარა

სწავლება თემაზე: „ნოტარიუსის პროფესიული ვალდებულებები და ეთიკის სტანდარტები’’ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედმა ყველა ნოტარიუსმა გაიარა.
სემინარი მოწვეულმა ექსპერტმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ნოტარიატის საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტმა მიშელ მერლოტმა ჩაატარა.

სწავლება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მისი გავლა ყველა ნოტარიუსისთვის სავალდებულო იყო.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სანოტარო მომსახურების ეფექტურობის, ხარისხის გაზრდაზე მუდმივად ზრუნავს. ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი პერიოდულად ატარებს სავალდებულო სემინარებს ნოტარიუსებისა და სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისთვის. 2015 წელსაც ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სანოტარო ბიუროებში მომსახურების უახლესი სტანდარტების დანერგვა, სანოტარო მომსახურების ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში