სანოტარო მომსახურება კიდევ ორ საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო

საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო მომსახურებას უკვე სოფლების, მეჯვრისხევისა (გორი რაიონი) და მუხაესტატეს (ქობულეთის რაიონი) მოსახლეობაც იღებს.

მეჯვრისხევის მცხოვრებლებს ნოტარიუსი კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ემსახურება, მუხაესტატეს მოსახლეობას - ხუთშაბათობით.

სანოტარო სერვისებით სარგებლობა სულ სამ საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი. გასულ კვირას ნოტარიუსმა საქმიანობა სოფელ ყვარელწყალში (ახმეტის რაიონი) არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო.

საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები ნებისმიერი სანოტარო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული პროექტი - „ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს“, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და სანოტარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერი რაიონისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში