ნოტარიუსებისთვის სემინარებს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენელი ატარებს

სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“-ში ნოტარიუსებისთვის დაიწყო სწავლება თემაზე: „ნოტარიუსის პროფესიული ვალდებულებები და ეთიკის სტანდარტები’’.

სწავლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი გაივლის.

სემინარებს  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენელი მიშელ მერლოტი ატარებს.

საქართველოში ნოტარიუსთა პროფესიული ეთიკის სტანდარტები ეთიკის კოდექსით არის განსაზღვრული. ეთიკის კოდექსი ნოტარიუსებმა 2011 წლის 6 ოქტომბერს მიიღეს. იგი, ქართულ კანონმდებლობასთან ერთად,  ლათინური ნოტარიატის პრინციპებზეც არის  დაფუძნებული.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ნოტარიატის საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტი მიშელ მერლოტი ქართველ ნოტარიუსებს პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს და სხვა ქვეყნების ნოტარიატების გამოცდილებასაც გაუზიარებს.

აღნიშნული სემინარები  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სწავლება სავალდებულოა და სანოტარო მომსახურების ხარისხის, ეფექტურობის გაზრდას უწყობს ხელს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში