ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელ კურს 40 მსურველი გაივლის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსი დაიწყო.  ორთვიან სწავლებას  40 უმაღლესი განათლების მქონე პირი გაივლის.

კურსდამთავრებულებს სანოტარო ბიუროში დასაქმების რეალური შანსი აქვთ. კურსის წარმატების გავლის შემდეგ ამ პირების მონაცემები განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, თანაშემწეების ელექტრონულ ბაზაში და შემდგომ ნოტარიუსი თანაშემწეს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევს.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეების მომზადება  2012 წლიდან დაიწყო. 20 კურსდამთავრებულიდან 14 დასაქმდა, ამჟამად 6 ისევ სანოტარო ბიუროში მუშაობს. 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მთავარ პრიორიტეტს სანოტარო ბიუროებში მომსახურების უახლესი სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს. 2015 წელს დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები  სანოტარო მომსახურების გასაუმჯობესებლად. ნოტარიუსთა თანაშემწეების მომზადებაც ამ მიზანს ემსახურება. ორთვიანი კურსი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. კურსდამთავრებულები ეუფლებიან სანოტარო კანონმდებლობას, სანოტარო მოქმედებების შესრულების წესებს, ტექნიკურ მხარეს, ასევე, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების სტანდარტებს. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში