ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დღეს კავკასიის საერთაშორისო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს, უკვე 15 უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფომებული თანამშრომლობის მემორანდუმი.

თანამშრომლობა მოიცავს  უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, შეხვედრების მოწყობასა და სანოტარო საქმიანობის, ნოტარიატში დანერგილი რეფორმების გაცნობას. ამასთან, სტუდენტები სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ კურსაც გადიან. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში