იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნოტარიუსები დააჯილდოვა

ნოტარიუსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ ნოტარიუსები დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ იმ ნოტარიუსებს, ვისაც სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებაში წვლილი მიუძღვით.

ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროსა და მასში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები დაესწრნენ. ნოტარიუსთა პალატის ბრენდირებული საჩუქრები ღონისძიების ყველა სტუმარმა მიიღო. 

ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობამ შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს ნოტარიატის მიღწევები, სანოტარო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით გატარებული რეფორმები გააცნო.

ნოტარიუსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების  მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი მეოთხე საუკუნეში კონსტანტინეპოლში ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ და სიკვდილით დასაჯეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციისამებრ, ნოტარიუსთა პალატამ გუშინ  საქველმოქმედო აქციაც გამართა. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადართ საჩუქრები - სამომხმარებლო ნივთები და საკვები პროდუქტი გადასცა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში