ქართველი ნოტარიუსები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წარმომადგენლები (თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე, წევრები: ნარგიზა ჯანხოთელი, თინათინ დევდარიანი) ლიტვაში ჩატარებულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. კონფერენცია - „ლიტვის ნოტარიატი - ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“ - ლიტვის ევროკავშირში  გაწევრიანების ათი წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა გოგოლაძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: „საქართველოში ევროკავშირის ნოტარიატების პოზიტიური გამოცდილების გავრცელება და მისი ზემოქმედება ნოტარიუსთა საქმიანობაზე“. ამასთან, მან კოლეგებს საქართველოს ნოტარიატის გამოცდილება და  ბოლო წლებში გატარებული რეფორმებიც გააცნო.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიატებთან. საქართველოს ნოტარიატის წარმომადგენლები არა მხოლოდ მონაწილეობენ, მასპინძლობენ  კიდეც საერთაშორისო კონფერენციას. საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია სამჯერ ჩატარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლეულს, სექტემბერში ჩატარებული კონფერენცია, რომელსაც

15 ქვეყნის (შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ლატვია, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი, სომხეთი, ლიტვა, რუსეთი) ნოტარიატების 60 წარმომადგენელი დაესწრო. აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში