ნოტარიუსებმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი განიხილეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში ნოტარიუსებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ნოტარიუსებმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს. კერძოდ, განიხილეს „დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების პროექტი, რომელიც ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ მოამზადა. შეხვედრის დამსწრეებმა,  საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები და მოსაზრებებიც წარადგინეს, რასაც შემდგომ, აღნიშნულ პროექტში გაითვალისწინებენ.

შევედრაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, სანოტარო პრაქტიკის განზოგადებას, ნოტარიუსებისთვის აქტუალურ საკითხებს.

საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას, პირველ ეტაპზე, ნოტარიუსთა ნაწილი ესწრებოდა. მეორე ეტაპი 23-24 აგვისტოს არის დაგეგმილი.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებისთვის სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს სისტემატურად აწყობს. წელიწადში ორჯერ ტარდება სავალდებულო სემინარები, სადაც ნოტარიუსებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში