მედიატორის ფუნქციას კიდევ 72 ნოტარიუსი შეასრულებს

ახლად დანიშნული და რაიონებში მოქმედი ნოტარიუსებისთვის სანოტარო მედიაციაში სემინარები დასრულდა. კიდევ 72-მა ნოტარიუსმა საფუძვლიანად შეისწავლა მედიაციის ძირითადი პრინციპები და უპირატესობა, მედიატორის ქმედებები და ტექნოლოგია მედიაციის პროცესის თითოეულ ეტაპზე. აღნიშნული ნოტარიუსები შესაბამის სერფიფიკატებს მიიღებენ და მედიატორის ფუნქციის შესრულების უფლება ექნებათ.  

სემინარებს ,,საქრთველოს მედიაციის ცენტრის“ ტრენერებთან ერთად, პოლონელი ექსპერტიც ატარებდა. ნოტარიუსებმა სწავლება ეტაპობრივად გაიარეს.

სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით. აღნიშნული სერვისი საქართველოში 2012 წლიდან დაინერგა. ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციას ასრულებს სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, მორიგების აქტს,  რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მხარის ვალდებულებანი.

მოდავე მხარეები, ნოტარიუსის დახმარებით, დავის მოვარებას მარტივად, იაფად და მათთვის კომფორტულ გარემოში ახერხებენ.

მედიატორი ნოტარიუსების რეესტრი განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში