2017 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა და დაკარგვა: თეორიული და პრაქტიკული პრობლემები“

საქართველოს  ნოტარიუსთა  პალატის  გამგეობის  ინიციატივით,  ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა და დაკარგვა: თეორიული და პრაქტიკული პრობლემები“.

კონფერენციაში, ნოტარიუსებთან ერთად,  იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს, ადვოკატთა, საბანკო სექტორის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია  ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, მარიკა გოგოლაძემ, გახსნა. მოხსენებებით წარსდგნენ მოწვეული ექსპერტები:  ზურაბ ჭეჭელაშვილი, ზვიად გაბისონია, გიორგი მარიამიძე და ნოტარიუსი დავით ოყროშიძე.

კონფერენციის მონაწილეებმა საკუთრების უფლების დაცვის არსებულ მექანიზმებზე და  პრობლემებზე ისმჯელეს.

ნოტარიუსის, როგორც  იურიდიული მრჩევლის ერთ-ერთ ფუნქციას მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვა წარმოადგენს. არსებული პრობლემების გამოვლენა და დაცვის მექანიზმების დახვეწა ქონების უფლების  მეტ  დაცულობას შეუწყობს ხელს.

კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ სამართლებრივი სფეროს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და არსებული ხარვეზების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.